weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ორი ფავორიტის მძიმე სტარტი

19:43 შაბათი, 16 ივნისი 2018

სასტარტო მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორმა ფავორიტმა გუნდმა გამართა. საფრანგეთს აუტსაიდერ ავსტრალიასთან საკმაოდ გაუმართლა, არგენტინამ კი უდიდესი უპირატესობის მიუხედავად მუნდიალის დებიუტანტი ისლანდია ვერ დაამარცხა და ძვირფასი ქულები დაკარგა.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ფრანგების ძირითადში რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენა, რომლებმაც ღირებული ვერაფერი შექმნეს. ეს უფრო კორენტინ ტოლისოსა და განაპირა მცველებზე - ბენჟამის პავარსა და ლუკა ერნანდესზე ითქმის. დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა უსმან დემბელემაც. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებს, რომლისგანაც ბევრს ელიან, ავსტრალიელები საკმაოდ მწყობრად ეთამაშნენ. დიდიე დეშანის გუნდს შეტევაში ფანტაზია აკლდა და ბერტ ვან მარვეიკის გაწვრთნილი „სოკერუებიც“ ტოლს არაფერში უდებდნენ მუნდიალის ფავორიტებს. მიუხედავად ამისა, მატჩი, რომელიც ერთი შეხედვით ლოგიკური ყაიმით უნდა დასრულებულიყო, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ალბათ უფრო იღბალის ხარჯზე მაინც მოიგო, თუმცა დეშანსაც და გულშემატკივრებსაც გვარიანი საფიქრალი გაუჩინა. ისიც ვახსენოთ, რომ ამ მატჩში პირველად მოხდა ვიდეო-რეფერის გამოყენება ფრანგების სასარგებლოდ პენალტის დანიშვნის დროს.

უხეიროდ დაიწყო ტურნირი მესიმ და კომპანიამ, რომლებიც სტატისტიკით კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ კუნძულელებთან, თუმცა პირველ ტაიმში სწრაფად გაცვლილი გოლების შემდეგ არგენტინელებმა ისლანდიის კარს გასაღები უამრავი მცდელობის მიუხედავად ვეღარაფრით მოუძებნეს. იღბალმა ზურგი აქცია ლიონელ მესის, რომელმაც პენალტი არც თუ ისე ხეირიანად შეასრულა და გოლკიპერმა ჰანეს ჰალდოურსონმაც იოლად მოიგერია „ალბისელესტეს“ კაპიტნის დარტყმული. საბოლოო ფრით ისლანდიამ ისტორიული ქულა აიღო მისთვის სადებიუტო სამუნდიალე შეხვედრაში.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]