weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლოსანოს გატანილმა გოლმა მექსიკაში მიწისძვრა გამოიწვია

13:06 ორშაბათი, 18 ივნისი 2018

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი ირვინგ ლოსანო სამშობლოში მიწისძვრის გამომწვევი მიზეზი გახდა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან გატანილი გოლის შემდეგ დედაქალაქ მეხიკოში ხელოვნურად წარმოქმნილი მიწისძვრა დაფიქსირდა.

„მიწისძვრა დაფიქსირდა მეხიკოში. აღსანიშნავია, რომ ის წარმოიშვა ხელოვნური რყევით, მიზეზი კი მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების გოლით გახარებული უთვალავი გულშემატკივრის სიხარული და ხტუნვაა“, - წერია სეისმური მონიტორინგის ქსელის (SIMMSA) ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, მეხიკოში 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და იგი მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის უმსხვილესი ქალაქია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]