weather cur horoscope tv
სექტემბერი 26, 2020

საბა კვერკველიას ბინაში ცხედარი იპოვეს

11:23 სამშაბათი, 19 ივნისი 2018 hits 1098

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელის, სოლომონ (საბა) კვერკველიას მოსკოვში მდებარე სახლში გვამი იპოვეს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის კუთვნილ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იქნა ნაპოვნი, რომელიც რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებას აპირებდა.

ქართველი გულშემატკივრის გვამი მეზობელმა აღმოაჩინა. გავრცელებული ცნობით, იგი ყოფილი ფეხბურთელია. სიკვდილის მიზეზად  ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა სახელდება, რადგან შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ნემსები იპოვა. ამასთანავე, როგორც რუსული წყარო იტყობინება, იქვე იყო მისი მეგობარი, რომელმაც თავისი ბარგი შეაგროვა და ბინა დატოვა.

მომხდარის შესახებ ქართველ ფეხბურთელს კვიპროსში შეატყობინეს, სადაც შეკრებაზე იმყოფებოდა. კვერკველიამ მომხდარზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ ბინაში ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია, რადგან თავის მეგობარს დაუთმო, გარდაცვლილი კი სწორედ მისი მეგობრის ახლობელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]