weather cur horoscope tv
ოქტომბერი 28, 2020

აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

11:29 ოთხშაბათი, 20 ივნისი 2018 hits 1329

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენწლიანი პატიმრობა მიესჯება ხურციძეს. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

„ჩაქუჩას“ მეტსახელით ცნობილი ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

მანჰეტენის პროკურორის ჯეფრი ბერმენის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადასტურეს ბრალი, რომლის მიხედვითაც რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას. პროკურორი განმარტავს, რომ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში დაუდასტურდა, რა ბრალდებებიც ცალ-ცალკე 20-20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე კანონმდებლობის შესაბამისად თავად გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. დაკავებულებს ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად  - „შულაია ენტერპრაიზად“ (შულაიას საწარმო) მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის - კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]