weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2021

მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 33 ქართველი მორაგბე შეარჩია

16:55 პარასკევი, 02 ივნისი 2017 hits 1906

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალ ზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნეს ტესტ-მატჩებისთვის 33 მორაგბე შეარჩია.

სამდღიანი შეკრების შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობას ბურჯი ირაკლი მირცხულავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე გამოაკლდნენ.

გუნდთან ერთად არიან „მონპელიეს“ მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა. პირდაპირ ამერიკაში ჩავლენ ტოპ 14-ის ფინალისტი გუნდების მორაგბეები: კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი.

„ბორჯღალოსნებს“ ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის თამაში და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ: ეროვნული გუნდი 3 ივნისს კანადაში მიემგზავრება, სადაც საქართველოს დროით 11 ივნისს, 01:00 საათზე ქალაქ  კალგარიში კანადას შეხვდება, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში გადაინაცვლებენ და საქართველოს დროით 18 ივნისს, 18:00 საათზე მასპინძელ ამერიკელებს შეერკინებიან. ამის შემდეგ „ბორჯღალოსნებს“სამხრეთით მოუწევთ გაფრენა და არგენტინის ქალაქ ხუხუიში 24 ივნისს, საქართველოს დროით 23:15 საათზე არგენტინელ „პუმებს“ შეხვდებიან.

საქართველოს შემადგენლობა ამერიკულ ტურნეზე:

შერკინება: შალვა მამუკაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა („ტულონი“, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი („ბრივი“, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე („ბრივი“, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე („მონპელიე“, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი („კლერმონი“, საფრანგეთი), ოთარ გიორგაძე („კლერმონი“, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე („შამბერი“, საფრანგეთი), თორნიკე მატარაძე („ლიონი“, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე („დომონი“, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი („კარდიფი“, უელსი), გიორგი ნემსაძე („ბრისტოლი“, ინგლისი),  ლაშა ლომიძე („ლონდონ აირიში“, ინგლისი), ჯაბა ბრეგვაძე („ვუსთერი“, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი („ლელო სარასენსი“), გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“).

ხაზი: ლაშა ხმალაძე („ლელო სარასენსი“), ალექსანდრე თოდუა („ლელო სარასენსი“), მერაბ კვირიკაშვილი („ლელო სარასენსი“), ვაჟა ხუციშვილი („ლოკომოტივი“), ბექა წიკლაური („ლოკომოტივი“),გიორგი ბეგაძე („ყოჩები“), გიორგი კოშაძე („ხარები“), რევაზ ჯინჭველაშვილი („ბაგრატი“), იოსებ მათიაშვილი („აკადემია“), ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე („აჟენი“, საფრანგეთი), დავით კაჭარავა („ენისეი“, რუსეთი), ლაშა მალაღურაძე („კრასნი იარი“, რუსეთი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]