weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფოთელმა მძლეოსანმა საბა ხვიჩავამ ბალკანეთის პირველობაზე ოქრო მოიპოვა

12:05 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

18 წლის ფოთელმა მძლეოსანმა საბა ხვიჩავამ თურქეთში გამართულ ბალკანეთის პირველობაზე 20 წლამდე ახალგაზრდა ათლეტებს შორის, ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში 16 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საბა ხვიჩავა 3000 მეტრზე ბარიერებით სირბილში დაწინაურდა და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა.

საბა ხვიჩავას მწვრთნელის, ჯეირან ხოფერიას განცხადებით, ფოთელი სპორტსმენის  გამარჯვება მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ათლეტს სერიოზულად არ უვარჯიშია.

მსოფლიო ჩემპიონატი აგვისტოში, ფინეთში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]