weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2020

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

10:14 შაბათი, 30 ივნისი 2018 hits 979

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა. სპორტის სასახლეში გამართული მატჩი მთლიანად სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მასპინძელი ქართველების უშანსოდ და დიდი ანგარიშით მარცხით დასრულდა.

შეხვედრის გამარჯვებული უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ცნობილი იყო. ამის მიზეზი საწყის ორ მეოთხედში ილიას ზუროსის გუნდის მეტად სუსტი თამაში გახლდათ. ქართველი კალათბურთელები ვერც დაცვაში თამაშობდნენ მაღალ დონეზე, მაგრამ განსაკუთრებით კრიტიკას ვერ გაუძლო მათმა მოქმედებამ შეტევაში. სტუმრები დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 18:37.

მეორე ტაიმში ასეთი სხვაობის აღმოფხვრა სერბეთის დარ გუნდთან კი არა, გაცილებით სუსტთანაც ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მესამე პერიოდში ზუსტად იმდენი ქულა ჩააგდეს, რამდენიც მთლიანად პირველ ტაიმში, მესამე მეოთხედიც ვერ მოიგეს და სხვობა კიდევ უფრო დიდი გახდა დასკვნითი მეოთხედის წინ. სერბეთი დომინირებას განაგრძობდა, კლასში სხვაობა უდიდესი იყო, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან 37 ქულის სხვაობით წააგო – 50:87.

ილიას ზუროსის გუნდის რიგებში ათქულიან ზღვარს მხოლოდ ორი მოთამაშე გადასცდა – ტად მაკფადენი (18 ქულა) და თორნიკე შენგელია (13 ქულა). სერბთა რიგებში კი დეიან ტოდოროვიჩი (24 ქულა), დრაგან მილოსავლიევიჩი (15 ქულა) და ბობან მარიანოვიჩი (13 ქულა) გამოირჩნენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში დებიუტი მაკფადენის გარდა, რატი ანდრონიკაშვილსა და სანდრო მამუკელაშვილსაც ჰქონდა, რომელიც პარკეტზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

საქართველო 5 ტურის თავზე 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილზეა. ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩს ისევ თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა 2 ივლისს, სპორტის სასახლეში 19:00 საათიდან დაიწყება. თუ ქართველი კალათბურთელები ამ შეხვედრას არ წააგებენ, შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]