weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ურუგვაიმ პორტუგალია დაამარცხა

09:47 კვირა, 01 ივლისი 2018

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ურუგვაი-პორტუგალიის თანაბარ წყვილად მიჩნეულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში სამხრეთ ამერიკელებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონები ედინსონ კავანის დუბლით დაამარცხეს და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდებიან.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და მე-7 წუთზე სწრაფი გოლიც გავიდა - ედინსონ კავანიმ ფლანგიდან ფლანგზე ლუის სუარესთან გრძელი „კედელი“ გაითამაშა და პარტნიორის ჩაწოდების შემდეგ თავით დალაშქრა რუი პატრისიოს კარი. ურუგვაელები წინა მატჩების მსგავსად კარგად იცავდნენ თავს და გაქანებას არ აძლევდნენ კრისტიანო რონალდოსა და მის თანაგუნდელებს.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ უკეთესად დაიწყო და ანგარიშიც მალევე გაათანაბრა - სტანდარტული სიტუაციის გათამაშებისას შეტევაში ჩართულმა ვეტერანმა მცველმა პეპემ მეკარე ფერნანდო მუსლერას თავით გაუტანა, თუმცა ფერნანდო სანტოსის გუნდი მალე კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა - ურუგვაელთა კონტრშეტევა „პარი სენ-ჟერმენელმა“ კავანიმ გოლით დაასრულა. რონალდომ და კომპანიამ ბევრი უტიეს „სელესტეს“, თუმცა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა დაამტკიცა, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავთ, თუ - საუკეთესო არა და ევროპელთა ყველა მცდელობა, ანგარიში გაეთანაბრებინათ, პირწმინდად აღკვეთა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]