weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

09:59 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის, „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ წევრ ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

მამუკა ბახტაძემ ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე კარიერისა და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა. გასულ წელს მოპოვებულ ტიტულს კი მან წელს გამართულ NBA-ის გათამაშებაში გუნდთან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო და ზედიზედ გახდა ჩემპიონი. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია ესპანელ პაუ გასოლთან ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]