weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კოლუმბიაში მოკვლით კიდევ ორ ფეხბურთელს ემუქრებიან

10:17 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებმა, კარლოს ბაკამ და მატეუს ურიბემ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. ინგლისთან მატჩის შემდეგ ორივე ფეხბურთელს სამშობლოში სიკვდილით ემუქრებიან.

კოლუმბიელთა განრისხების მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებთან დრამატული წაგებაა. საქმე ისაა, რომ პენალტების სერიაში სწორედ ბაკამ და ურიბემ ვერ გაიტანეს თერთმეტმეტრიანები და ამის ხარჯზე კოლუმბია მუნდიალს დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე კოლუმბიისთვის უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელს მოკვლით დაემუქრნენ - პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო ფეხბურთელი კარლოს სანჩესიც მუქარის ობიექტი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად 24 წლის წინ, კოლუმბიის ქალაქ მედელინის ერთ-ერთ ბართან კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ანდრეს ესკობარი ჩაცხრილეს, რისი მიზეზიც იმ წლის მუნდიალზე ესკობარის მიერ გატანილი ავტოგოლი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]