weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიოს სამი ჩემპიონის ჩაფხუტები აუქციონზე გაიყიდება

10:13 პარასკევი, 06 ივლისი 2018

ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამი ლეგენდარული ჩემპიონი პილოტის, ხუან მანუელ ფანხიოს, მაიკლ ჰოუთორნისა და აირტოს სენას სარბოლო ჩაფხუტები ბონემის სააუქციონო სახლმა სავაჭროდ გამოიტანა.

აუქციონი 13 ივლისს გუდვუდის „სისწრაფის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდება.

სამი ლოტიდან ყველაზე ძვირადღირებული ბრაზილიელი აირტონ სენას ჩაფხუტია, რომელსაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1994 წლის 2 მარტს, „პოლ რიკარზე“ ტესტებზე იყენებდა. სააუქციონო სახლის შეფასებით, ჩაფხუტის გასაყიდი ფასი 60 000-დან 80 000 ფუნტ სტერლინგამდე იქნება.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ხუან მანუელ ფანხიოს ჩაფხუტი, რომელსაც არგენტინელი 1952 წელს, სამხრეთ აფრიკისა და ევროპის რბოლებში იყენებდა, 30 000-დან 40 000 ფუნტ სტერლინგად ფასდება. მსოფლიოს 1958 წლის ბრიტანელი ჩემპიონის, მაიკლ ჰოუთორნის ჩაფხუტი კი 10 000-დან 14 000 ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]