weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონობას უახლოვდება

10:35 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

„გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ს ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ოკლენდელებმა ამ დილით საკუთარ პარკეტზე მეორედაც დამაჯერებლად მოუგეს კლივლენდის „კავალიერსს“, ამჯერად ანგარიშით 132:113 და 2016-2017 წლების სეზონის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

ფინალური სერიის მეორე მატჩში ზაზა ფაჩულია იმდენად შედეგიანი არ გახლდათ, როგორც - პირველში, თუმცა სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა მეფარემ სადავო გდება მოიგო და 13 სათამაშო წუთის განმავლობაში დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა. შეტევაში ფაჩულიამ ორი ცდიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, რასაც  მეტოქის ფარზე ორი მოხსნილი ბურთი მიამატა.

„გოლდენ სტეიტმა“ საბოლოოდ 132 ქულა დააგროვა, რაც NBA-ს პლეი-ოფის ფინალების ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაზე მაღალი შედეგიანობაა. კვლავ გაიბრწყინა კევინ დურანტმა. პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო (33 ქულა), ამასთან 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 5 დაფარებაც ჰქონდა. დურანტი პირველია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ფინალური სერიის მატჩში მინიმუმ 30 ქულისა და 5 დაფარების შესრულება მოახერხა.

სამმაგი დუბლი გაახერხა კლივლენდელთა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმაც (29 ქულა, 11 მოხსნა, 14 პასი, 3 ჩაჭრა), რითიც ისტორიაში პირველად პლეი-ოფის ფინალური სერიის შეხვედრაში ორივე გუნდის კალათბურთელმა ტრიპლ-დაბლი გააკეთა. ამასთანავე ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს საპლეი-ოფე ფინალურ სერიაში მერვე სამმაგი დუბლი გაიფორმა.

ფინალური სერიის მომდევნო ორი შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]