weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

ხორვატ ფეხბურთელს FIFA-ს სანქციები ემუქრება

10:38 ორშაბათი, 09 ივლისი 2018 hits 686

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი დომაგოი ვიდა შესაძლოა დაისაჯოს. ამის მიზეზი მის მიერ წარმოთქმული პოლიტიკური ფრაზაა, რომელიც ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ წარმოთქვა.

„დიდება უკრაინას!“ - ასე დაიძახა დომაგოი ვიდამ სმარტფონით გადაღებულ ვიდეოში ხორვატიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, ოგნიენ ვუკოევიჩთან ერთად. ვუკოევიჩმა თქვა, რომ ეს მოგება უკრაინას და კიევის „დინამოს“ ეძღვნებოდა. ორივე მათგანი ახლო წარსულში სწორედ კიევის „დინამოში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის უაღრესად დაძაბულ და უშეღავათო მეოთხედფინალურ მატჩში ხორვატიამ რუსეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 მორჩა, დამატებით დროში კი ხორვატთა მხრიდან მეორე გოლი სწორედ „ბეშიქთაშის“ მცველმა დომაგოი ვიდამ გაიტანა. რუსებმა ოვერტაიმში გათანაბრება მოახერხეს, თუმცა თერთმეტმეტრიანებში ხორვატიამ იყოჩაღა და ოცწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოხვდა მუნდიალის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]