weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალქალაქელი ნაირი მელიქიანი კიკბოქსინგის ჩემპიონი გახდა

14:40 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ნაირი მელიქიანმა პროფესიონალურ რინგზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. 8 ივლისს, სომხეთში გამართულ ფინალურ ორთაბრძოლაში ახალქალაქელმა სპორტსმენმა ირანელი მეტოქე 10 წამში დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონი ნაირი მელიქიანი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

მელიქიანი მონაწილეობდა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში მოიპოვა.

პირველი ქამარი სპორტსმენმა 2017 წლის ივლისში, ბათუმში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე აიღო.

2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე კი, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენან, ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]