weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია

10:28 შაბათი, 14 ივლისი 2018

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

105 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის ქართველმა ატაცსა და აკვრაში სამ-სამი ცდა უშეცდომოდ გამოიყენა, ორჭიდის ჯამში 382 (171+211) კგ მოაგროვა და უახლოეს მდევარს – უზბეკ აკბარ ჯურაევს 13 კილოგრამით აჯობა.

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე სამი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ორმა პოდიუმის უმაღლესი საფეხური დაიპყრო - ირაკლი ჩხეიძემდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რევაზ დავითაძემ (85 კგ) მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]