weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია

22:57 კვირა, 15 ივლისი 2018 hits 905

რუსეთში გამართული მსოფლიოს XXI ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული გუნდი გახდა. დიდიე დეშანის გაწვრთნილმა გუნდმა მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ ხორვატიის ნაკრები 4:2 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.

შეხვედრა ფრთხილი თამაშით დაიწყო, გუნდები ერიდებოდნენ თამაშის გამწვავებას და ფრთხილად აკონტროლებდნენ სიტუაციას. ნელ-ნელა ხორვატიის უპირატესობა გამოიკვეთა, ბურთს ზლატკო დალიჩის გუნდი უფრო ფლობდა და ფრანგების საჯარიმოშიც აღწევდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გოლი ფრანგებმა გაიტანეს, როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტული სიტუაციისას, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი მარიო მანჯუკიჩმა შეახო და ავტოგოლი გაიტანა. ხორვატიამ საპასუხოდ შეუტია და ათ წუთში ასევე სტანდარტული სიტუაციის გათამაშების შემდეგ ივან პერიშიჩმა ზუსტი დარტყმით დალაშქრა უგო ლორისის კარი. ამის შემდეგ ბურთს ისევ ხორვატები ფლობნდნენ, თუმცა გოლი კვლავ ფრანგებმა გაიტანეს - საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პერიშიჩს ხელზე მოხვდა და ვიდეორეფერის განხილვის შემდეგ დანიშნული პენალტი გოლად ანტუან გრიზმანმა აქცია.

მეორე ნახევარში ხორვატია გათანაბრებას ეცადა, მაგრამ „მამლებმა“ კიდევ ორჯერ აიღეს დანიელ სუბაშიჩის კარი, ჯერ - პოლ პოგბამ, შემდეგ კი - კილიან მბაპემ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხორვატია თამაშობდა, ფრანგებს კი კლასის ხარჯზე უმართლებდათ და საწადელს იოლად აღწევდნენ. მალევე უგო ლორისმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და მანჯუკიჩს სხვაობა შეამცირებინა, დარჩენილ დროში კი ფრანგებს ანგარიშის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ და ოცწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იზეიმეს მსოფლიო ჩემპიონობა. დიდიე დეშანი გახდა მესამე ადამიანი მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჯერ როგორც ფეხბურთელმა, შემდეგ კი როგორც მწვრთნელმა მოიპოვა.

ფინალის დასრულებისას დაჯილდოვებამდე გამოვლინდა რუსეთში გამართული მსოფლიო პირველობის პირადი ჯილდოების მფლობელებიც:

საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - კილიან მბაპე (საფრანგეთი)

საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა (ბელგია)

საუკეთესო ბომბარდირი - 6 გოლი: ჰარი კეინი (ინგლისი)

საფრანგეთის ნაკრები შემდეგი გუნდით გახდა მსოფლიოს ჩემპიონი:

მეკარეები: 1. უგო ლორისი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 16. სტივ მანდანდა (მარსელი) 23. ალფონს არეოლა (პარი სენ-ჟერმენი).

მცველები: 2. ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი) 3. პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი) 4. რაფაელ ვარანი (მადრიდის რეალი) 5. სამუელ უმტიტი (ბარსელონა) 17. ადილ რამი (მარსელი) 19. ჯიბრილ სიდიბე (მონაკო) 21. ლუკა ერნანდესი (მადრიდის ატლეტიკო) 22. ბენჟამინ მენდი (მანჩესტერ სიტი).

ნახევარმცველები: 6. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) 12. კორენტინ ტოლისო (ბაიერნი) 13. ნ’გოლო კანტე (ჩელსი) 14. ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი) 15. სტივენ ნზონზი (სევილია),

თავდამსხმელები: 7. ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო) 8. ტომა ლემარი (მონაკო) 9. ოლივიე ჟირუ (ჩელსი) 10. კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი) 11. უსმან დემბელე (ბარსელონა) 18. ნაბილ ფეკირი (ლიონი) 20. ფლორიან ტოვენი (მარსელი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]