weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

10:42 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და უნგრეთის უძლიერეს გუნდთან 5:12 დამარცხდა.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და აშკარად მხოლოდ დასკვნით მეოთხედში დაიჩაგრნენ, როდესაც ფიზიკური გამძლეობა აღარ ეყოთ.

ქართველთაგან გოლების გატანა დამირ ცრეპულიამ (2), ბექა ქავთარაძემ, ანდრია ბითაძემ და კაპიტანმა ზურაბ რურუამ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობას ესპანეთის ქალაქ ბარსელონა მასპინძლობს, ქართველი წყალბურთელები კი A ჯგუფში ირიცხებიან, სადაც მეტოქეებად იტალია და გერმანიაც ჰყავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]