weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რუსეთი 2018: მსოფლიო ჩემპიონატის მცირე სტატისტიკა ციფრებში

12:13 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

რუსეთში გამართულ მსოფლიოს XXI ჩემპიონატზე რამდენიმე რეკორდი და მიღწევა გაუმჯობესდა, ამასთანავე სიახლე იყო სტატისტიკასა და ციფრებში. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მონაცემს ციფრებში.

  • რუსეთში გამართულ მუნდიალზე 169 გოლი გავიდა. რეკორდი კი ერთ ჩემპიონატზე 174 გოლი გახლავთ, რომელიც 1998 და 2014 წლებში გავიდა.
  • რუსეთში 12 ავტოგოლი გავიდა, რაც ყველა დროის რეკორდია. აქამდე მაღალი მაჩვენებელი 6 ავტოგოლი იყო, რომელიც 1998 წლის მუნდიალზე გავიდა. წლევანდელ ავტოგოლებში აღსანიშნავია მაროკოელი აზიზ ბუჰადუზის ყველაზე გვიანი ავტოგოლი 95-ე წუთზე, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის ავტოგოლი - 39 წლის სერგეი იგნაშევიჩი და ფინალურ მატჩში გატანილი ავტოგოლი - მარიო მანჯუკიჩი.
  • ერთ მუნდიალზე ერთი გუნდიდან ყველაზე მეტი, 10 ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლებით ბელგიამ 1982 წლის საფრანგეთისა და 2006 წლის იტალიის მიღწევა გაიმეორა.
  • მუნდიალზე ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ერთ მატჩში 48-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა, როდესაც ბელგიამ 0:2-დან 3:2 მოუგო იაპონიას, მანამდე 1970 წელს იგივე გფრ-მ მოახერხა ინგლისის წინააღმდეგ მატჩში.
  • რუსეთში ხორვატმა დანიელ სუბაშიჩმა ჯამში 4 პენალტის მოგერიება შეძლო, რაც აქამდე გერმანელმა ჰარალდ შუმახერმა (1982 წ.) და არგენტინელმა სერხიო გოიკოჩეამ (1990 წ.) შეძლეს.
  • მეკარეებში პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დავიდ დე ხეას ჰქონდა. ესპანეთის ნაკრების მეკარემ მისი მიმართულებით დარტყმულთა მხოლოდ 14.3% აიღო, ანუ ოთხ ჩატარებულ მატჩში მხოლოდ ერთი სეივი განახორციელა, 6 გოლი კი გაუშვა.
  • 2018 წლის მუნდიალზე ყველაზე მეტი ივან პერიშიჩმა ირბინა - ხორვატმა გარემარბმა 72.5 კმ მანძილი დაფარა. ყველა დროის რეკორდი კი 84 კმ გახლავთ, რომელიც 2014 წლის ჩემპიონატზე გერმანელმა თომას მიულერმა დაფარა.
  • მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კილიან მბაპე მე-5 თინეიჯერი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლის გატანა შეძლო და პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი, რომელმაც ფინალურ მატჩში გაიტანა.
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]