weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აფრიკელი ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა

10:24 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

კოტ დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი შეიკ ტიოტე მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩინურ კლუბ „ბეიძინ ენტერპრაიზესში“ თამაშობდა, ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად კი მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

„ვარჯიშზე მას გულის შეტევა დაემართა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად იგი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ ტიოტეს ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეიკ ტიოტე ჩინეთში მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა და ბოლოს მოედანზე შაბათს, 3 ივნისს ითამაშა. მანამდე იგი 2011 წლიდან „ნიუკასლ იუნაიტედის“ წევრი გახლდათ, სადაც 156 თამაშში ერთი გოლი გაიტანა. ტიოტე ასევე გამოდიოდა ბრიუსელის „ანდერლეხტში“, „როდასა“ და „ტვენტეში“, სადაც ორჯერ ბელგიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო.

რაც შეეხება კოტ დ’ივუარის ნაკრებს, ტიოტემ სამშობლოს ღირსება 2009-2015 წლებში 55-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდთან ერთად არის 2015 წლის აფრიკის ჩემპიონი, ასევე 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]