weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი წააგეს

10:37 შაბათი, 21 ივლისი 2018 hits 687

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი ჩაატარა და აშკარა ფავორიტად შერაცხულ იტალიასთან 3:14 დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან დუბლი ზურაბ რურუამ შეასრულა, ერთხელ კი თავი გიორგი მაგრაქველიძემ გამოიჩინა.

ამგვარად, რევაზ ჩომახიძის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა წყალბურთელებმა A ჯგუფში ბოლო მე-4 პოზიცია დაიკავეს და ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძობენ.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 22 ივლისს ელის, მეტოქედ კი თურქეთის ეროვნული გუნდი ეყოლება, რომელმაც C ჯგუფში ასევე სამივე თამაში წააგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]