weather cur horoscope tv
მაისი 28, 2020

ზაზა ნადირაძე ევროპის სტუდენტური თამაშების გამარჯვებულია

16:35 ორშაბათი, 23 ივლისი 2018 hits 1895
ფოტო: ჯომარდობის ცენტრი საქართველოში ფოტო: ჯომარდობის ცენტრი საქართველოში

პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის სტუნდეტური თამაშებზე კანოე-კაიაკში მოასპარეზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ გამარჯვება მოიპოვა და ინდივიდუალურ სახეობაში პირველი ქართველი სტუდენტი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ოქროს მედლის აღება შეძლო.

ზაზა ნადირაძემ კახა ლომიშვილის ხელმძღვანელობით იასპარეზა. ფინალურ ბლოკში იგი პირველი ადგილით გავიდა, ფინალური გაცურვა კი 40.779 წამში დაასრულა და მისთვის ტრადიციულ 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ნადირაძემ უახლოეს მდევარს ერთი წამით, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანს სამი წამით გაუსწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]