weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლი და ტოპ-ათეული გამოავლინა

10:42 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

რუსეთში ახლახანს დასრულებული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო გოლად ბენჟამის პავარის გატანილი გოლი დასახელდა. გულშემატკივართა მიერ ასევე გამოვლინდა მუნდიალზე გატანილი გოლების ტოპ-ათეული.

ფანების ხმათა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდა ფრანგ მარჯვენა მცველს ერგო, რომლის მიერ არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს. სანახაობრივ მერვედფინალურ შეხვედრაში გატანილი ლამაზი გოლი რამდენიმე კანდიდატს შორის ამოარჩიეს.

„ვეცადე, დამერტყა იმ მიმართულებით, საიდანაც ბურთი წამოვიდა. ეს ისაა, რასაც თავდამსხმელები ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე. როდესაც გოლი გავიდა, თავი ბედნიერად ვიგრძენი“ - აღნიშნა „შტუტგარტის“ წევრმა ბენჟამინ პავარმა.

მეორე და მესამე ადგილები კი გამოკითხვაში ხუან კინტეროსა და ლუკა მოდრიჩის გოლებს ერგოთ, რომლებიც კოლუმბიელმა და ხორვატმა შესაბამისად, იაპონიისა და არგენტინის წინააღმდეგ მატჩებში გაიტანეს.

გულშემატკივართა მიერ მიცემული ხმების მეშვეობით გამოვლენილი მუნდიალის 10 საუკეთესო გოლი კი რეიტინგულად ასე გამოიყურება:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]