weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნურმაგომედოვი vs მაკგრეგორი: შეხვედრის თარიღი ცნობილია

15:51 შაბათი, 04 აგვისტო 2018

შერეულ ორთაბრძოლებში მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონ რინგზე 6 ოქტომბერს, UFC 229-ს ფარგლებში დაბრუნდება, მისი მეტოქე კი მსუბუქ და ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიებში ტიტულის ყოფილი მფლობელი კონორ მაკგრეგორი იქნება.

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა სატიტულო ბრძოლა ლოს ანჯელესში, საიუბილეო პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დააანონსა:

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი 7 აპრილს UFC 223-ზე მსუბუქ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.

როგორც ცნობილია, UFC 223-ის მონაწილეების ავტობუსზე თავდასხმამ კონორ მაკგრეგორის დაპატიმრება გამოიწვია, თუმცა ირლანდიელმა სპორტსმენმა კანონთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეძლო და საპროცესო გარიგების წყალობით სასჯელი გვარიანად შეიმსუბუქა - მას ხუთი დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.

მას შემდეგ, რაც ბრუკლინის სასამართლომ კონორ მაკგრეგორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ცნობილი გახდა, რომ დაღესტნელ მებრძოლთან მისი დაპირისპირება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]