weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრებს გაწვრთნის

17:04 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კლარენს ზეედორფი კამერუნის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. ზეედორფის სამწვრთნელო შტაბში მისი თანამემამულე, ასევე ცნობილი ექს-ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტიც იმუშავებს.

„მოუთვინიერებელი ლომების“ თავკაცის პოსტზე ზეედორფის დანიშვნა ცნობილი შვედი სპეციალისტის, სვენ იორან ერიკსონის უარს მოჰყვა, მანამდე კი კამერუნელებს დროებით ნაკრების ექს-კაპიტანი რიგობერტ სონგი ავარჯიშებდა.

რუსეთში გამართულ მუნდიალზე ვერმოხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის კამერუნელთა მიზანი 2019 წლის აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით გამოსვლაა, სადაც გუნდი მაროკოს, მალავისა და კომორის კუნძულებთან ერთად ასპარეზობს.

რაც შეეხება ზეედორფს, „აიაქსის“, „რეალის“, „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი აქამდე ნახევარი წლით ლა კორუნიის „დეპორტივოს“ ედგა სათავეში, მანამდე კი ასევე რამდენიმე თვით წვრთნიდა ჩინურ „შენჯენსა“ და „მილანს“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]