weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მოდრიჩმა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

11:06 შაბათი, 11 აგვისტო 2018

ლუკა მოდრიჩის მომავალი ცნობილია. როგორც პრესტიჟული გამოცემა Marca იუწყება, ხორვატმა ნახევარმცველმა მადრიდის „რეალში“ დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი ხელფასი გაიზარდა.

მოდრიჩი ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ ბონუსსაც მიიღებს.

ლუკა მოდრიჩის ხელფასი სერხიო რამოსის ხელფასს გაუთანაბრდა და გუნდში წლიური ანაზღაურების რიცხვით ისინი მხოლოდ გარეთ ბეილს ჩამორჩებიან. Marca ასევე წერს, რომ ამით „რეალმა“ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოდრიჩის დარჩენა. როგორც ცნობილია, ხორვატიის ნაკრების ლიდერის სახელს ბოლო პერიოდში მილანის „ინტერთან“ აქტიურად აკავშირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი „სამეფო კლუბში“ 2012 წელს „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“ გადავიდა და მადრიდულ გრანდთან ერთად 14 ტიტული, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]