weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა წყალქვეშ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

17:16 პარასკევი, 17 აგვისტო 2018 hits 3148

18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა წყალქვეშ რუბიკის კუბის აწყობაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ერთი ჩასუნთქვით 6 ცალი სტანდარტული (3X3) რუბიკის კუბი ააწყო.

რეკორდი დღეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, დღემდე მსოფლიო რეკორდი ამერიკელ ენტონი ბრუკსს ეკუთვნოდა. ბრუკსი გინესის წიგნში 2014 წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა, როდესაც წყალქვეშ 5 რუბიკის კუბის აწყობა მოახერხა.

19 წლის ვაკო მარჩილაშვილი რუბიკ-კუბიკის აწყობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონია. ის წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზეც. აღნიშნული სარეკორდო ასპარეზობა მისთვის პირველი იყო. სარეკორდო ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით და „ჯინო ფერედაისის“ დაფინანსებით ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]