weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA გურამ კაშიას ჯილდოს გადასცემს

16:33 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

საქართველოს ნაკრების წევრს, გურამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA ჯილდოს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას UEFA ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს Equal Game-ის ანუ „თანასწორი თამაშის“ ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის გადაეცემა.

UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ გურამ კაშიამ ლგბტ თემისა და თანასწორობის იდეის მიმართ მხარდაჭერა მტკიცედ დააფიქსირა. ჩეფერინმა ფეხბურთელი ძლიერი ხასიათისა და სიმამაცისთვისაც შეაქო.

„მიუხედავად იმისა, რომ მის საქციელს ბევრი ჯგუფის მხრიდან მუქარა და შეურაცხყოფა მოჰყვა, კაშია ტოლერანტობასა და მიმღებლობას ქადაგებდა და ხელი შეუწყო საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ამ უმცირესობის ჯგუფისადმი დამოკიდებულების შეცვლას“, - აღნიშნა UEFA-ს პრეზიდენტმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ UEFA-მ ამირჩია. მჯერა თანასწორობისა და თანაბარი უფლებების. სადაც არ უნდა ვითამაშო, ამ უფლებებს ყოველთვის დავიცავ“, - განაცხადა გურამ კაშიამ,

ქართველ ფეხბურთელი ჯილდოს 30 აგვისტოს, მონაკოში მიიღებს.


გასულ წელს, ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ ლგბტ პირთა მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და კაპიტნის სპეციალური სამკლაური გაიკეთა. ლგბტ თემის დროშისფერებიანი სამკლაურის გაკეთების გამო ქართველ გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა კაშია მწვავედ გააკრიტიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]