weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ათენში ინგლისელი ფეხბურთის ქომაგი დაჭრეს

11:13 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პირეოსის „ოლიმპიაკოსსა“ და ინგლისურ „ბარნლის“ შორის ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩის წინ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ცივი იარაღით დაჭრეს, ოთხს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს.

დაჭრილი ქომაგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც BBC იტყობინება, მას ფეხზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.

აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად საბერძნეთში 1000-მდე ინგლისელი გულშემატკივარი ჩავიდა და ბევრი მათგანი სიმთვრალისა და აგრესიული ქცევის გამო ათენის პოლიციამ დააპატიმრა.

რაც შეეხება მატჩს, ის „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]