weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძიუდოისტთა ევროპის თასზე პანკისელი ისლამ ქავთარაშვილიც იასპარეზებს

11:33 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

1-2 სექტემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა ევროპის თასი გაიმართება, სადაც 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ტიტულოვანი სპორტსმენი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი გაემგზავრებიან. მათთან ერთად ტურნირზე 73 კგ წონით კატეგორიაში პანკისელი ისლამ ქავთარაშვილიც იასპარეზებს.

აღნიშნულ ტურნირზე ჭრიკიშვილსა და ღვინიაშვილს შორის გადაწყდება, თუ ვინ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, რომელი ძიუდოისტიც უკეთეს შედეგს დააფიქსირებს, მსოფლიო პირველობაზეც ის იასპარეზებს.

ისლამ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს და 5 წელია რაც სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. 2 წლის განმავლობაში ის ახმეტაში ვარჯიშობდა, ბოლო სამი წელია კი დუისის სპორტდარბაზში დადის. მისი მწვრთნელები დათო ჭიკაიძე და გრიშა გუმაშვილი არიან. დათო ჭიკაიძის თქმით, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ბერლინში გამართულ ევროპის თასზეც, სადაც მერვედფინალში დამარცხდა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კი პირველი ადგილი დაიკავა.

პანკისის ძიუდოს კლუბში ხეობაში მცხოვრები 60-მდე ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]