weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზაზა ფაჩულიას სახელით 800 ათასი დოლარი მიითვისეს

10:28 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიასა და მისი მეუღლის სახელით სპორტსმენის ყოფილმა ბუხჰალტერმა რენდი უსოუმ 800 ათასი დოლარი მიითვისა.

62 წლის რენდი უსოუს ბრალი ორი კუთხით წარედგინა: სახელმწიფო ქონების მითვისება და პირადი ინფორმაციის მოპარვა. პირველი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას, ხოლო მეორე ორი წლით პატიმრობას ითვალისწინებს. უსოუმ დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგების თანახმად, სამი წლის ვადით პატიმრობა და 618.45 დოლარის გადახდა დაეკისრა.

რენდი უსოუ კომპანია Randy Usow Accounting-ის მფლობელია, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. ფაჩულია უსოუმ 2004 წელს გაიცნო, როდესაც მეუღლესთან ერთად ქართველი კალათბურთელი ამერიკაში ახალი ჩასული იყო. როგორც ცნობილი ხდება, მან ხსენებული თანხა 2011-2015 წლებში მიითვისა თაღლითურად. აქედან, 463 867 დოლარი მხოლოდ 2014 წლის აპრილში იქნა მითვისებული. თანხა საკუთარ ანგარიშზე ისე შეიტანა, რომ ფაჩულიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ რეალურად არც იცოდნენ რა საქმიანობას ეწეოდა მათი ბუხჰალტერი. უსოუმ მათ საბუთი აჩვენა, სადაც რეალური შემოსავალი, 164.000 დოლარი იყო ასახული, დანარჩენ თანხას კი ის პირად ანგარიშზე რიცხავდა, რომელიც ფარულად და არარეგალურად შექმნა. 2016 წელს ფაჩულიების ოჯახმა უსოუს სასამართლოში უჩილვა კონტრაქტის დარღვევისა და დაუდევრობისთვის, ხოლო ბუხჰალტერმა ისინი დაარწმუნა, რომ სიტუაციას გამოასწორებდა.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიამ 499 403 დოლარი მიიღო ფედერალური შემოსავლებიდან, მიუვიდა ცნობა, რომლის მიხედვითაც საქმეს აუდიტი განიხილავდა. 2015 წელსაც იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად საქმე 2013 და 2014 წლების შემოსავალს ეხებოდა. საბოლოოდ, კალათბურთელს 82 000 დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]