weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

აშშ-ში სავარაუდოდ მოკრივე ავთანდილ ხურციძე დააკავეს

16:57 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 hits 3370

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით,  სპეცოპერაციის შედეგად ქართველი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სხვა მოქალაქე კრიმინალები დააკავეს, რომელთაც ბრალად ედებათ ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა.

სავარაუდოდ დაკავებულთა შორის აღმოჩნდა მოკრივე ავთანდილ ხურციძე, მეტსახელად „ჩაქუჩა“. არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ იმ 15 ქართველს შორის, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ, ავთანდილ ხურციძის გარდა შესაძლოა შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენი ლევან მაყაშვილიც იყოს.

კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, არიან თუ არა დაკავებულ ქართველ მოქალაქეებს შორის ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. რამდენადაც ცნობილია, ამ დროისთვის ამერიკაში მყოფ სპორტსმენებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]