weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყაზაიშვილის დუბლი და საგოლე პასი „დალასის“ წინააღმდეგ

12:00 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) 27-ე ტურში აუტსაიდერმა „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ უხვგოლიან და დრამატულ მატჩში პირველადგილოსანი „დალასი“ 4:3 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ვაკო ყაზაიშვილმა შეიტანა.

25 წლის ქართველმა ნახევარცმველმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინ გაიყვანა კალიფორნიული კლუბი. მეორე ტაიმში ლიდერმა „დალასელებმა“ გაათანაბრეს, თუმცა სან ხოსელები კვლავ წინ გავიდნენ, ტეხასელებმა კიდევ გაათანაბრეს, გამარჯვების გოლი კი „სან ხოსემ“ გაიტანა, როდესაც ყაზაიშვილმა ე.წ. კედელი გაათამაშა კაპიტან ქრის ვონდოლოვსკისთან.

აღნიშნულ მატჩში ყაზაიშვილის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.

„სან ხოსეს“ ამ დროისთის 20 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდში მაინც ბოლო პოზიციაზეა. შემდეგ მატჩს კაშიასა და ვაკოს გუნდი 2 სექტემბერს, „ვანკუვერ ვაითკეპსის“ წინააღმდეგ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]