weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ფრანგ თანატოლებთან განადგურდა

09:51 პარასკევი, 09 ივნისი 2017

საქართველოში მიმდინარე რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე მასპინძელი ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ფრანგ თანატოლებთან მშრალი ანგარიშითა და უდიდესი სხვაობიძთ პირწმინდად განადგურდა - 0:54.

სამწუხაროც ფაქტია, რომ საქართველოს ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრები არაა მზად ფრანგ თანატოლებთან ტოლ-სწორი კონკურენციისთვის. აღნიშნული მარცხი აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია, თუმცა გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ბევრს უტევდნენ და რამდენჯერმე ლელოს გატანასთან ახლოსაც იყვნენ. რამდენიმე კარში დარტყმაც აუარეს - ლელოს იმედით, მაგრამ მიზანს საკუთარივე შეცდომების გამო ვერ უწიეს.

ამრიგად, გაირკვა, რომ 13 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტაში ადგილის შენარჩუნებას არგენტინელებთან შეხვედრით შეუდგება. ეს თამაში თბილისში, 15:30 საათზე „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. 

ცნობისთვის, არგენტინელებთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები შეხვდებიან ირლანდიელთა და სამოელთა წყვილში გამარჯვებულს, თუ წააგებენ - შესაბამისად, ხსენებულ წყვილში წაგებულს. უსუსტესი კი გაისად ჩემპიონატზე კი არა, ალაფაზე ითამაშებს, ხოლო მის ადგილს წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]