weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყეს

15:36 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო. „ჯვაროსნები“ თბილისში შეიკრიბნენ და „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართეს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ მომენტისთვის არასრული შემადგენლობითაა.

ვაკო ყაზაიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა ჯიღაური, ჯიმი ტაბიძე, გიორგი არაბიძე და ოთარ კიტეიშვილი გუნდს დღეს მოგვიანებით შეუერთდებიან.

ვლადიმირ ვაისის რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ქუთაისი ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ საქართელოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგაზე პირველ შეხვედრას 6 სექტემბერს, ქალაქ ასტანაში, მასპინძელ ყაზახეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]