weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა

10:55 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსე ერსქვეიკსის“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული საფეხბურთო ლიგის (MLS) ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, MLS-ის გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ყაზაიშვილს მართლაც ნაყოფიერი კვირა, უფრო სწორად კი სამი დღის ინტერვალი ჰქონდა: 30 აგვისტოს „დალასთან“ მოგებულ მატჩში (4:3) დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 2 სექტემბერს, „ვანკუვერთან“ (1:2) გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ყაზაიშვილთან ერთად გურამ კაშიაც მოხვდა MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილს 27 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]