weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრების ისტორიული შანსი

11:43 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

დღეს, 6 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში UEFA-ს ერთა ლიგის გათამაშება აიღებს სტარტს. D დივიზიონის I ჯგუფში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს თბილისის დროით 18:00 საათზე საქართველოს ნაკრების დაუპირისპირდება.

ურთიერთშეხვედრები

საქართველო და ყაზახეთი ერთმანეთს სულ 4–ჯერ შეხვდნენ, საიდანაც მათ ურთიერთშეხვედრებში თანაბარი სტატისტიკა აქვთ. ამ ქვეყნების პირველი მატჩი ზუსტად 13 წლის წინ შედგა და საქართველოს გამარჯვებით 1:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი თბილისში უგოლოდ მორჩა. ამი შემდეგ ორი ამხანაგური შეხვედრიდან ერთი ყაზახეთმა მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ხელოვნურსაფარიანი „ასტანა არენა“ 30 000 მაყურებელზეა გათვლილი და გადახურულია. წინასწარი ინფორმაციით, თიტქმის ყველა ბილეთი გაყიდულია, ამრიგად, ტრიბუნებზე ანშლაგი იქნება. მატჩს თურქი არბიტრი ჰალილ უმუთ მელერი განსჯის.

ერთა ლიგა

UEFA-ს ერთა ლიგა ისტორიაში პირველად გაიმართება და საქართველოს ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ტურნირში UEFA-ს წევრი 55 ევროპული ქვეყანა მონაწილეობს. გათამაშება ორ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი ეტაპი სექტემბერ-ნოემბერში, ფინალები კი 2019 წლის ივნისში ჩატარდება.

გუნდები სიძლიერის მიხედვით, ოთხ ლიგაში (A, B, C, D) არიან განაწილებულები. მაგალითად, ევროპის უძლიერესი ნაკრებები - საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ინგლისი და ხორვატია სხვა გუნდებთან ერთად A ლიგაში არიან. საქართველო, აზერბაიჯანი, სან მარინო, მოლდოვა და ევროპის სხვა ყველაზე სუსტი გუნდები კი D ლიგაში ითამაშებენ.

თითოელ ლიგას ერთი გამარჯვებული ეყოლება, რომელიც ავტომატურად მოხვდება 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე. თავის მხრივ, ლიგები ჯგუფებად იყოფა: A და B ლიგაში 3-3 ჯგუფია, C და D-ში კი 4-4. A, B და C ლიგების ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები ქვედა ლიგაში ჩამოქვეითდებიან და ადგილს რანგით დაბალი ლიგების გამარჯვებულებს დაუთმობენ.

საქართველო როგორც უკვე ვახსენეთ, D ლიგის პირველ ჯგუფშია. ჩვენი მეტოქეები ყაზახეთი, ლატვია და ანდორა არიან. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად „ჯვაროსნებს“ ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სჭირდებათ, რის შემდეგაც საქართველო D ლიგის სხვა პირველადგილოსნებს დაუპირისპირდება და ამ ოთხ გუნდს შორის გათამაშდება ევრო 2020-ის ერთი საგზური.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]