weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მესტიაში მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

13:11 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

მესტიაში მინი ფეხბურთის სამდღიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა.

ტურნირში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების და საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის გუნდები მონაწილეობდნენ.

ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადისა და ლენჯერის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც სენაკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი და მედლები გადაეცა.

სპორტულ შეჯიბრს, რომელიც მეხუთე წელია იმართება, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის წევრი მუხრან შუკვანი 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]