weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სეზონის პირველი „ელ კლასიკოს“ თარიღი ცნობილია

15:48 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ცნობილი გახდა გამორჩეული საფეხბურთო დუელის, „ელ კლასიკოს“ ჩატარების თარიღი. ბარსელონა-რეალის პირველი დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით, 28 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

„ელ კლასიკომდე“ რამდენიმე დღით ადრე ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ჩასატარებელი მატჩები აქვთ: მადრიდული „სამეფო კლუბი“ 23 ოქტომბერს ჩეხურ „ვიქტორია პლზენს“ უმასპინძლებს, „ბარსელონა“ კი 24 ოქტომბერს, მილანში „ინტერს“ შეხვდება.

აღნიშნული „ელ კლასიკო“ დიდ ინტერესს იმის გამოც იწვევს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 9 წლის განმავლობაში, როდესაც მადრიდის „რეალი“ კრისტიანო რონალდოს გარეშე ითამაშებს. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უკვე ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირებაა, „რეალი“ გამარჯვებას ვერ ახერხებს: უკანასკნელი „ელ კლასიკო“ მადრიდელებმა 2016 წლის 2 აპრილს მოიგეს, მას შემდეგ გამართული ოთხი მატჩიდან კი ორი ფრედ დასრულდა, ორი - „ბარსას“ გამარჯვებით.

რაც შეეხება „ელ კლასიკოს“ ყველა დროის სტატისტიკას, აქამდე გამართული 237 ოფიციალური „ელ კლასიკოდან“ მადრიდის „რეალს“ 95 აქვს მოგებული, „ბარსელონას - 92, ხოლო 50 შეხვედრა ყაიმითაა დასრულებული. ბურთების შეფარდება რეალის სასარგებლოდაა - 400:386. „ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი გახლავთ 26 გატანილი გოლით, მის შემდეგ კი ალფრედო დი სტეფანო და კრისტიანო რონალდო მოდიან 18-18 გატანილი გოლით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]