weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ახმეტელმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მსოფლიო თასის ტურნირზე ოქროს მედალი აიღო

14:37 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ახმეტელმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გამართულ პარაძიუდოს მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გოგოჭურმა 100 კგ წონით კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სემ ინგრემი დაამარცხა.

ტურნირზე ქართულმა დელეგაციამ კიდე ერთი მედალი მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ახალბედა პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ზვიად გოგოჭური პარაძიუდოში მსოფლიო თასის სხვა გათამაშების (IBSA Judo World Cup) გამარჯვებულიც გახდა.

ზვიად გოგოჭურმა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგოჭურმა რიოს თამაშებზე უკრაინელი, არგენტინელი და ამერიკელი მეტოქეები დაამარცხა. ის პირველი ქართველია, ვინც პარაოლიმპიურ თამაშებზე მედალი აიღო.

1996-2007 წლებში, ახმეტაში ზვიად გოგოჭურის მწვრთნელი ზეზვა (ტარიელ) შათირიშვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]