weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი ამერიკის ჩემპიონატში

11:51 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

საქართველოს ნაკრების წევრმა ვალერი ყაზაიშვილმა ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. MLS-ის 29-ე ტურში ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ მორიგი მარცხი „ატლანტა იუნაიტედთან“ განიცადა, თუმცა 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეფექტური და ლამაზი გოლი გაუტანა მეტოქეს.

„სან ხოსე“ 70-ე წუთამდე ანგარიშით 3:1 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში უპირატესობა გაანიავა და უქულოდ დარჩა. ყაზაიშვილმა გოლი 58-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. ეს მისი მე-10 გოლია მიმდინარე სეზონში.

აღნიშნულ შეხვედრაში ორივე „ჯვაროსანმა“ შეუცვლელად ითამაშა. გურამ კაშიამ კი ქრის ვონდოლოვსკის არყოფნის გამო კალიფორნიულ გუნდს უკაპიტნა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]