weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მსოფლიოს ოცწლამდელთა ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო

09:55 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

სამხრეთ კორეაში გამართული FIFA-ს ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ოცწლამდელმა ინგლისელებმა ფინალში ვენესუელას ნაკრებს 1:0 სძლიეს.

აღსანიშნავია, რომ ოცწლამდელ ინგლისელთა ტრიუმფი ქვეყნისთვის სანაკრებო დონეზე 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ პირველი საერთაშორისო წარმატებაა.

ფინალური მატჩის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე „ევერტონის“ წევრმა დომინიკ კალვერტ-ლუინმა გაიტანა, როდესაც საჯარიმოში სამ მეტოქე მცველსა და მეკარეს მარტომ აჯობა.

რაც შეეხება მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას, იტალიის U20 ნაკრებმა უგოლო შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში ურუგვაი დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 5 გატანილი გოლით იტალიელი რიკარდო ორსოლინი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი ინგლისელი დომინიკ სოლანკე დასახელდა, საუკეთესო მეკარის წოდება კი ინგლისელთა კარის დარაჯმა ფრედი ვუდმენმა მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]