weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ოქროს ბურთს“ ამიერიდან ქალი ფეხბურთელებიც მიიღებენ

14:06 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

ყველაზე პრესტიჟულ პირად საფეხბურთო ჯილდოდ მიჩნეული „ოქროს ბურთით“, რომელსაც ჟურნალი France Football ყოველწლიურად გასცემს, ამიერიდან ქალი ფეხბურთელებიც დაჯილდოვდებიან.

8 ოქტომბერს 15 კანდიდატი დასახელდება, რომელთა შერჩევაზე თავად პოპულარული ფრანგული ჟურნალი მუშაობს, გამარჯვებულს კი ის სპორტული ჟურნალისტები გამოავლენენ, რომლებიც ქალთა ფეხბურთის მიმართულებით მუშაობენ.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია 3 დეკემბერს, პარიზში გაიმართება. ჟურნალი გულშემატკივარს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - ამიერიდან სპეციალურ პრიზს სახელწოდებით „კოპას ჯილდო“, რომელიც გამოჩენილი ფრანგი ფეხბურთელის რემონ კოპას სახელობისაა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიღებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]