weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

19:15 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი კორეელ გუჰამ ჩოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა რამდენიმე ბრძოლა მოიგო. პირველ შეხვედრაში მან ფრანგი ალექსანდრ იდირი დაამარცხა. შემდეგ მასპინძელ ელმარ გასიმოვს სძლია, ეგვიპტელ რამადან დარვიშს იპონით მოუგო, ნახევარფინალში კი მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი ვაზარით დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს, ლიპარტელიანის ვერცხლთან ერთად, ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც ჩემპიონატის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

ვარლამ ლიპარტელიანი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის 3-გზის (2012, 2014, 2016) ჩემპიონი და 4-გზის (2009, 2010, 2013, 2015) ვერცხლის პრიზიორი. 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერცხლის, 2014 და 2015 წლებში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]