weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ფაჩულია NBA-ში მე-16 სეზონის ჩასატარებლად ემზადება

17:22 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი, რიგით მე-16 სეზონის ჩასატარებლად ემზადება. ამ ამბავს ფაჩულია „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16-ე სეზონი NBA-ში“. - წერს 34 წლის კალათბურთელი.

NBA-ში ფაჩულიასთვის ყველაზე წარმატებული „გოლდენ სტეიტ ვორიორზში“ გატარებული ორი სეზონი გამოდგა, სადაც მან NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი 2-ჯერ მოიგო. გასული სეზონის შემდეგ ფაჩულიამ კონტრაქტი „დეტროიტ პისტონზთან“ გააფორმა, დღეს კი სეზონისწინა ფოტო-სესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ახალ კლუბში იგი 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ზაზა ფაჩულიას ახალ გუნდს სეზონის წინ პირველი საკონტროლო შეხვედრა 3 ოქტომბერს, სტუმრად „ოკლაჰომა სიტი სანდერთან” ელის.

შეგახსენებთ, რომ ამპლუით ცენტრი ზაზა ფაჩულიას ამერიკული კარიერა 2003 წელს „ორლანდო მეჯიქში” დაიწყო, მას შემდეგ კი „მილუოკი ბაქსში”, „ატლანტა ჰოუქსში”, „დალას მავერიქსსა” და „გოლდენ სტეიტ ვორიორზშიც” ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]