weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

15 წლის ბიჭი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

10:36 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

ჰარვი ელიოტის სახელი ფეხბურთის ქომაგებს ალბათ არაფერს ეუბნება, თუმცა ლონდონის „ფულემის“ 15 წლის ფეხბურთელი რეკორდსმენი გახდა და ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ თინეიჯერი ტალანტი ინგლისის ლიგის თასის მატჩში, რომელშიც „მილუოლი“ „ფულემს“ მასპინძლობდა, მოედანზე შევიდა, რითაც იგი გათამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

ჰარვი ელიოტი პოზიციით ვინგერია, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მის მიმართ ინტერესს უკვე იჩენენ კატალონიური „ბარსელონა“ და ლონდონის „ჩელსი“.

ელიოტმა ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 15-წლამდელებში ჩატარებულ 2 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]