weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი ლორია „ანჟისგან“ დავალიანების გადახდას ითხოვს

12:18 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მაჰაჩყალის საფეხბურთო კლუბ „ანჟისგან“ კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციოები ავრცელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ლორია „ანჟისგან“ 4.5 მილიონი რუსული რუბლის მიღებას ელოდება, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია.

დაღესტნურ გუნდში ფინანსური პრობლემები ნოემბრიდან დაიწყო, ქართველ გოლკიპერს კი თებერვლის შემდეგ ანაზღაურება საერთოდ აღარ აუღია. ლორიამ რუსეთის ფეხბურთის კავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიამ „ანჟიში“, გასულ სეზონში 13-ჯერ ითამაშა, რის შემდეგაც სამარის „კრილია სოვეტოვს“ დაუბრუნდა, თუმცა ამჟამად უკლუბოდაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]