weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

მოფარიკავე თეოდორა კახიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

10:16 სამშაბათი, 13 ივნისი 2017 hits 1563

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში თეოდორა კახიანმა ხმლით ასპარეზობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი თბილისში 12 ივნისს გაიხსნა და 17 ივნისამდე გასტანს.

საქართველოს ნაკერების ლიდერი, რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სანდრო ბაზაძე მედლისთვის 15 ივნისს იბრძოლებს. ჩემპიონატის ბოლო დღეს კი მედლები გუნდურ შეჯიბრში გათამაშდება. საქართველოს ნაკრები ხმლით ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]