weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ლევან მჭედლიძე შესაძლოა სერია A-ს გუნდში გადავიდეს

10:54 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან მჭედლიძე შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალ გუნდში გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, სერია B-ში დაქვეითებულ „ემპოლის“ 27 წლის ფორვარდს სერია A-ში მოთამაშე „ბოლონია“ ეპატიჟება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლონიური კლუბის სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი „ემპოლისთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ლევან მჭედლიძე „ემპოლის“ 2010 წელს „პალერმოდან“ შეუერთდა, ხოლო კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ აწგასრულებულ სერია A-ს სეზონში 15 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მისი გუნდი სერია A-დან უკანასკნელ ტურში იტალიის ჩემპიონატიდან მეორე ლიგაში, სერია B-ში დაქვეითდა, სადაც ქართველ ფეხბურთელს თამაში არ სურს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]