weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნეაპოლში პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი გაძარცვეს

11:01 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

პოლონეთის ეროვნული გუნდისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ნეაპოლის ქუჩაში დააყაჩაღეს.

როგორც 24 წლის ფეხბურთელი ყვება, შემთხვევა „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ მოხდა.

„ველოსიპედით იყვნენ. თავზე ჩაფხუტები ეკეთათ და მათ სახეს ვერ ვხედავდი. მანქანაზე ფანჯარა ჩაწეული მქონდა, როდესაც შევაჩერე, შუბლზე იარაღი მომადეს და Rolex-ის საათი მომთხოვეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ვერაფერი გავიაზრე. არა მგონია, რომ ვინმე მითვალთვალებდა, უბრალოდ მათ იცოდნენ ჩემი სახლი, იცოდნენ, რომ „ლივერპულთან“ მატჩი გვქონდა და სახლშიც იმ დროს დავბრუნდებოდი," – განაცხადა მილიკმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მძარცველებმა არკადიუშ მილიკს 20 000 ევროდ შეფასებული Rolex Daytona წაართვეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]