weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კასილასს ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება სურს

14:24 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, „პორტოს“ 37 წლის მეკარე იკერ კასილასი შესაძლოა, ესპანეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს.

The Sun-ის ინფორმაციით, ვეტერანმა ტიტულოვანმა გოლკიპერმა ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა და ამ საკითხზე უკვე დაუკავშირდა „ფურია როხას“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს.

იკერ კასილასი ნაკრებში 2000 წლიდან გამოდიოდა, 2016 წლის შემდეგ კი საკუთარი ქვეყნის პირველ გუნდში აღარ უთამაშია. „ფურია როხაში“ უამრავ გუნდურ და პირად მიღწევასთან ერთად კასილასს ნაკრების შემადგენლობაში 167 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს უახლოესი მატჩები 11 და 15 ოქტომბერს ელის, შესაბამისად - უელსისა (ამხანაგური) და ინგლისის (ერთა ლიგა) ნაკრებების წინააღმდეგ. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]